|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

არნიკა-კრემი-ჰეელი S / Arnica-Creme-Heel S 50 მგ

კატეგორია: Heel, დერმატოლოგია

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 100 გ შეიცავს: ჰიდროფილური მალამო (DAB 10) კონსტ.: ემულგირებადი ცეტილსტეარილის სპირტი, ეთანოლი, გაწმენდილი წყალი, რბილი თეთრი პარაფინი, ასევე, თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი (ტიპი A) ემულსირებადი, პარაფინი – თეთრი რბილი, გამოხდილი წყალი, ეთანოლი(96%) ACC. ეთანოლი(94%).

Original price was: 29,20 ₾.Current price is: 17,52 ₾.

აღწერა

ჩვენება: მიალგია გადატვირთვის შემდეგ, არტერიული და ვენური სისტემის დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება: დღის განმავლობაში დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას შესაბამისი რაოდენობის მალამო, ნაზად შეიზილეთ სრულ გაწოვამდე. დღეში 2-3-4 ჯერ.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. (ემატება ცნობილი კომპონენტის ალერგია – თუ არის).

ორსულობა / ლაქტაცია: ისევე, როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ორსულობის ან ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენებისას.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომები: 

მოერიდეთ კონტაქტს ლორწოვანთან, ღია ჭრილობებთან, დაზიანებულ კანთან და თვალთან.

ცეტილსტეარილის სპირტს შეუძლია გამოიწვიოს კანის ლოკალური ალერგიური რეაქცია (მაგ.კონტაქტური დერმატიტი) .

სიმპტომების გაუარესების ან/და გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

არ წაისვათ მალამო კანის ფართო უბანზე.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის პირობები: განსაკუთრებულ მოთხოვნებს არ საჭიროებს

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: 50 გრამის შემცველი ტუბი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია