|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ბერბერის-ჰომაკორდი 30მლ წვ / Berberis-Homaccord Drops 30 ml

მოკლე აღწერა

ბერბერის-ჰომაკორდი 30მლ წვ/ Berberis-Homaccord Drops 30 ml drops

 ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  30 მლ შეიცავს: აქტიური ნივთიერებებია: Berberis vulgaris D4 0.4 გ; Berberis vularis D10 0.4 a; Berberis vulgaris D30 0.4 a; Berberis vulqaris D200 0.4 a; Citrullus colocynthis 4 0.3 a; Citrullus colocynthis D10 0.3 a; Citrullus colocynthis D30 0.3 a; Citrullus colocynthis D200 0.3 a; Veratrum album D4 0.3 a: Veratrum album D10 0.3 a: Veratrum album D30 0.3 q; Veratrum album D200 0.3 გ. შეიცავს 35 მოცულობითი%-იან სპირტს.

ჩვენება: საშარდე სისტემის და სანაღვლე გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები – კონკრემენტებით და მის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება  სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

მოზრდილები: მიიღეთ 10 წვეთი დღეში 3-ჯერ. გაიჩერეთ პირში 10-15 წამით გადაყლაპვამდე. მწვავე დაავადებების დროს მიიღეთ 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, 8 დოზა. ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება (რამდენიმე თვის განმავლობაში) უნდა მოხდეს თერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ.

28,80 ₾

აღწერა

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

ორსულობა / ლაქტაცია: ორსულობის პერიოდში გამოყენება მხოლოდ მკაცრად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია რეაქციები კანზე ინდივიდუალურ  შემთხვევებში,რომლის დროსაც პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია