|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

კიესელსაურეტაბლეტენ ნ კოსმო 50 ტაბ.

კატეგორია: სხვადასხვა

მოკლე აღწერა

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

 

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: Silicea (კოლოიდური სილიციუმის მჟავა) – აქტიური ნივთიერება. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი და სხვა დამხმარე კომპონენტები (მწარმოებლის სპეციფიკაციის მიხედვით).

ჩვენება: კიესელსაურეტაბლეტენ ნ კოსმო წარმოადგენს მინერალურ-სილიციუმის შემცველ პრეპარატს, რომელიც: აძლიერებს კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას, აუმჯობესებს შემაერთებელი ქსოვილის ელასტიურობას, ხელს უწყობს ძვლოვანი და სახსრების სისტემის გამაგრებას, დადებითად მოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე.

44,00 ₾

აღწერა

 

მიღების წესი და დოზირება: თუ ექიმის მიერ სხვა სქემა არ არის რეკომენდებული: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბლეტი დღეში, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხით. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2–3 ტაბლეტამდე დღეში.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

 

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება.

გვერდითი ეფექტი: იშვიათად: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (განსაკუთრებით ჭარბი მიღებისას).

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების ზომებიტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.

 

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

 

შეფუთვა: პოლიპროპილენის კონტეინერი, #50 (ან #100) ტაბლეტი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

 

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია