
მეზერიუმ-ჰომაკორდი / Mezereum-Homaccord 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 30 მლ-ში ჰომეოპათიური განზავებების სახით შეიცავს: Mezereum (D4, D10, D30), Rhus toxicodendron (D4, D10, D30), Sulfur (D10) და სხვა დამხმარე კომპონენტები, დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი.
ჩვენება: Mezereum-Homaccord® გამოიყენება: პოსტჰერპეტული ნევრალგიის დროს, სახის ტრიგემინული ნევრალგიის დროს, ნევრალგიური ტკივილების კომპლექსურ თერაპიაში, ქავილისა და ქრონიკული ანთებითი კანის დაავადებების დროს (დერმატიტი, ეგზემა).
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ზოგადად, 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. სისხლდენის დროს, თავდაპირველად 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;
გვერდითი ეფექტი: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე. შესაძლებელია დაავადების სიმპტომების დროებითი გამწვავება (“პირველადი გამწვავება”).
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15