|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

მეზერიუმ-ჰომაკორდი / Mezereum-Homaccord 30 მლ. წვ.

კატეგორია: Heel, დერმატოლოგია

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

 

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  30 მლ-ში ჰომეოპათიური განზავებების სახით შეიცავს: Mezereum (D4, D10, D30), Rhus toxicodendron (D4, D10, D30),  Sulfur (D10) და სხვა დამხმარე კომპონენტები, დამხმარე ნივთიერება: ეთანოლი.

ჩვენება: Mezereum-Homaccord® გამოიყენება: პოსტჰერპეტული ნევრალგიის დროს, სახის ტრიგემინული ნევრალგიის დროს, ნევრალგიური ტკივილების კომპლექსურ თერაპიაში, ქავილისა და ქრონიკული ანთებითი კანის დაავადებების დროს (დერმატიტი, ეგზემა).

Original price was: 36,50 ₾.Current price is: 21,90 ₾.

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: წვეთები მიიღება  სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. ზოგადად, 10 წვეთი 3-ჯერ დღეში. სისხლდენის დროს, თავდაპირველად 10 წვეთი ყოველ 15 წუთში, ორ საათამდე პერიოდის განმავლობაში.

 

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

 

ორსულობა / ლაქტაცია: სასურველია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გამოიყენება;

გვერდითი ეფექტი: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეულ კომპონენტებზე. შესაძლებელია დაავადების სიმპტომების დროებითი გამწვავება (“პირველადი გამწვავება”).

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

 

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

 

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

 

შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

 

მწარმოებელი: 

(Biologische Heilmittel Heel GmbH)

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.

 

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია