სინუსიტის-ნოზოდე-ინელი 5 ამპ. / Sinusitis-Nosode-Injeel Amp
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.
გამოშვების ფორმა: 1.1 მლ ამპულა პარენტერალური გამოყენებისთვის.
შემადგენლობა: 1 ამპულა (1.1 მლ) შეიცავს:
Sinusitis-Nosode D10
- Sinusitis-Nosode D30
- Sinusitis-Nosode D200
დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ქლორიდი.
აღწერა
ჩვენება: გამოიყენება ქრონიკული და მორეციდივე სინუსიტის, ზედა სასუნთი გზების ხშირად განმეორებადი ინფექციების დროს, ასევე კომპლექსური ბიორეგულაციური თერაპიის შემადგენლობაში პარანაზალური წიაღების ქრონიკული ანთებითი პროცესების დროს.
მიღების დოზირება: მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში რეკომენდებულია 1 ამპულა კანქვეშ (s.c.), კუნთში (i.m.) ან კანშიგა (i.c.) ინექციის სახით. მკურნალობის სიხშირესა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისად. თუ შესაბამისი დანიშნულება არ არის გამოიყენება 1 ამპულა 2-3 ჯერ კვირაში.
გვერდითი მოვლენები: პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული ან მომატებული მგრძნობელობის რეაქციები. ჰომეოპათიური მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა აღინიშნოს სიმპტომების დროებითი გამწვავება (ე.წ. პირველადი გამწვავება). ასეთი შემთხვევისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების დროებით შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
უკუჩვენება: პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ჰიპერმგრძნობელობა). ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
შენიშვნა: თუ სიმპტომები გრძელდება ან უარესდება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
შეფუთვა: # 10 ამპულა.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4.
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15