
Kohler – თერაზიმ 25 ტაბლეტი
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები ფერმენტებით და კოენზიმებით, ფერმენტები – მეტაბოლური კატალიზატორები
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: პაპაინი 75 მგ ბრომელაინი 100 მგ პანკრეატინი 100 მგ თიამინი (ვიტამინი B1) 500 მკგ ფოლიუმის მჟავა 150 მკგ ბიოტინი 100 მკგ
ჩვენება: ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო; ხელს უწყობს ტრავმებისა და ანთებითი შეშუპებების დროს დაზიანებული უჯრედების სწრაფად დაშლას, გარდა ამისა სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას, რის გამოც ქსოვილების ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით მომარაგება იზრდება. პრეპარატი ეხმარება ორგანიზმს ანთებითი პროცესების, სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
დოზირება და მიღების წესი: 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამამდე, საკმარისი რაოდენობა სითხის მიყოლებით. დაღეჭვის გარეშე.
აღწერა
უკუჩვენება: შემადგენელი აქტიური ნივთიერების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითება: არ შეიცავს გლუტეინს! არ შეიცავს ფრუქტოზას, ლაქტოზას, ჟელატინს, საფუარს, კანონის შესაბამისად, ასევე არ შეიცავს კონსერვანტებს.
თერაზიმი შედგება ფერმენტებით განსაკუთრებით მდიდარი ნესვი Carica papaya-ას და პაპაიას ექსტრაქტებისაგან, ასევე პანკრეატინისგან (ცხოველური წარმოშობის ლიპაზა-ამილაზაპროტეაზის კომპლექსი). ბევრი ფერმენტი საჭიროებს დამატებით ნივთიერებებს ბიოქიმიური რეაქციების ნორმალური მიმდინარეოებისთვის, მათ განეკუთვნება კოენზიმები. თერაზიმის ფერმენტების სპექტრი კიდევ უფრო ფართოვდება ვიტამინი B1, ფოლიუმის მჟავის და ბიოტინის კოენზიმებთან კომბინაციით. ქიმიური ბუნებით ფერმენტები ცილებია. ვიტამინები: ფოლიუმის მჟავა (ხელს უწყობს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას), ბიოტინი (ხელს უწყობს ნორმალური კანისა და თმის შენარჩუნებას) და ვიტამინი B1 (ხელს უწყობს ნორმალურ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს). ძირითადი სამკურნალო ფერმენტები გამოიყენება ცილის დამყოფი ჰიდროლაზების ჯგუფისგან. ისინი უზრუნველყოფენ, მაგალითად, ტრავმისა და ქსოვილების ანთებითი შეშუპების დროს, ემიგრირებული პლაზმის ცილებისა და უჯრედული ნარჩენების სწრაფ დაშლას. გარდა ამისა, ისინი ხელს უწყობენ სისხლისა და ლიმფის ნაკადის გაუმჯობესებას, აჩქარებენ ანთებითი მედიატორების დაშლას და გამოდევნას, მაგალითად ბრადიკინინის. ამრიგად, პროტეოლიზური ფერმენტები აჩქარებენ აღდგენით პროცესს და ტკივილის მოხსნას; ასევე ხელს უწყობენ ორგანიზმს ანთებითი პროცესის, სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი პროცესებისა და ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში.


















