man and woman standing surrounded by yellow flowers

7 მავნე ჩვევა რომელიც უნდა შეწყივტოთ რომ იცხოვროთ ხანგძლივად

არსებობს მთელი რიგი მავნე ჩვევები, რომლებზეც უარის თქმა მნიშვნელოვნად ანელებს თქვენს ბიოლოგიურ საათს და ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგძლივობის გახანგძლივებას. კვლევების მიხედვით დადასტურებულია, რომ ჯანსაღი ცხოვრების დაწყება,  იმის მიუხედავად თუ რა ასაკში იმყოფებით არასდროს არის გვიან.

უზომო კვება
ასეთ რეაქციას იწვევს დეპრესია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა ან სხვა ემოციური სტრესი, განსაკუთრებით – სიმსუქნისადმი მიდრეკილ პირებში. უზომო კვება ფსიქოლოგიურთან ერთად ფიზიოლოგიური პრობლემაც არის, რადგან სათავეს უდებს ჭარბი წონის განვითარებას, ნივთიერებათა ცვლის მოშლას და პათოლოგიური ძვრების მთელ წყებას ორგანიზმში. უკანასკნელ ხანს მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სტრესის დროს საკვების გაძლიერებულ მიღებას გენეტიკური განწყობა განაპირობებს.

თამბაქოს მოწევა
ეს არის მცენარეული წარმოშობის ნედლეულის წვის შედეგად წარმოშობილი კვამლის შესუნთქვა, რის შედეგადაც ნედლეულში არსებული აქტიური ნივთიერებები ფილტვებისა და სასუნთქი გზების მეშვეობით ორგანიზმში ხვდება.

საუზმის გამოტოვება

ნებისმიერმა იცის, რომ საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი საკვებია. თუ თქვენც ჩემსავით დილაობით ვარჯიშობთ, ენერგიის შევსება აუცილებლად დაგჭირდებათ. კვლევებით დამტკიცებულია, რომ საუზმე უდავოდ სასარგებლოა, თქვენი მუშაობის ხარისხს აუმჯობესებს, ენერგიას გაწვდით, წონის დაკლებასა და განწყობის გაუმჯობესებაშიც გეხმარებათ.

ვიდეოთამაშებით გატაცება

ადამიანთა უმრავლესობის აზრით, ვიდეოთამაშებს დროის ფუჭად ფანტვის გარდა არაფერი მოაქვს, თანაც მიჯაჭვულობასაც იწვევს. დიდი ხნით ვიდეოთამაშებით გატაცება იწვევს ფსიქოლოგიურ დარღვევებს, აურესებს სოციალურ უნარ-ჩვევებს და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მხედველობას.

სატელეფონო შეტყობინებების არ გათიშვა

სატელეფონო შეტყობინებები ყურადღების გაფანტვის ყველაზე ცნობილი საშუალებაა. თუმცა, დიუკის უნივერსიტეტის ცენტრის გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ როდესაც ტელეფონს შეტყობინებების მიღების ფუნქციას უთიშავთ, გაცილებით მეტად ხართ დაძაბული. ეს სინდრომია  შესაძლებლობის ხელიდან გაშვების შიში (FOMO).

გამოკვლევების მიხედვით, აქედან ერთი გამოსავალი არსებობს − სჯობს ყველა თქვენი შეტყობინება ერთად, დღეში მხოლოდ სამჯერ შეამოწმოთ: დილით მგზავრობისას, ან როდესაც სამსახურში მიხვალთ, სადილის შემდეგ, და ღამით, შინ რომ დაბრუნდებით.

მოუწესრიგებლობა

დაბოლოს: ხშირად ისმის რეკომენდაციები, რომ სამუშაო სივრცე აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული უნდა გვქონდეს. დახუნძლულ მაგიდას ან იატაკზე მიმოყრილ ნივთებს ჩვენი სამუშაოდან მოწყვეტა შეუძლია, ხოლო თუ გარემო მოწესრიგებულია, უადგილოდ დაგდებული საგნების ძებნაზე დრო აღარ დაგეხარჯებათ.

გადაჭარბებული ძილი

ფართოდაა გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანები, რომლებსაც სძინავთ, ზარმაცებიც არიან და არც თვითდისციპლინა აქვთ. ზოგიერთებს ადრე უყვართ ადგომა, ადამიანების უმრავლესობას კი იქამდე სძინავს, ვიდრე მაღვიძარა არ დაურეკავს. ყველაზე კარგი იქნება, თუ ჩვენს ბიოლოგიურ რიტმს მოვუსმენთ, რომელიც გვაგრძნობინებს, თუ როდის არის ლოგინიდან ადგომის დრო, ეს კი თქვენი მეტაბოლიზმისთვისაა კარგი“, − აცხადებს გაბრიელე მოსი ჟურნალ Bustle-ში.