აღწერა
მიღების წესი და დოზირება: ტაბლეტები მიიღება სუბლინგვალურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბ. 3-ჯერ დღეში. ბავშვები: 6-11 წელი – 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში; 2-5 წელი – 1 ტაბ. 1-2-ჯერ დღეში; 2 წლის ქვემოთ – 1 ტაბ. 1-ჯერ დღეში. მწვავე მდგომარეობისას, ან მკურნალობის დაწყებისას: მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: 1 ტაბ. ყოველ 1/2 – 1 საათში ერთხელ, 12 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. ბავშვები: 6-11 წელი – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 8 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. 2-5 წელი – – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 6 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე. 2 წლის ქვემოთ – 1 ტაბ. – 1 ტაბ. 1-2 საათში ერთხელ, 4 მიღებამდე დღეში; შემდეგ გადავდივართ სტანდარტულ დოზირებაზე.
პროფილაქტიკის მიზნით ტაბლეტები მიიღება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ერთჯერადი ასაკობრივი დოზა დღეში ერთხელ, გრიპის ეპიდემიის პერიოდში დღეში 2-ჯერ.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება: ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას აუტანლობის შემთხვევაში და მალაბსორბციის დროს პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის კონსულტაცის შემდეგ.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15