აღწერა
მიღების წესი და დოზირება: მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ბავშვებში – 1-2 შესხურება თითო ნესტოში 3-5-ჯერ დღეში; 6-დან 11 წლამდე 1 შესხურება თითო ნესტოში 3-5-ჯერ დღეში; 2-დან 5 წლამდე 1 შესხურება თითო ნესტოში 3-ჯერ დღეში.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა ბენზალკონიუმის ქლორიდის და პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით. ცალკეულ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანება. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითება: გამოიყენება ბავშვებში 2 წლიდან; ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს მიჩვევას და თერაპიული ეფექტის დაქვეითებას; არ შეიცავს სისხლძარღვთა შემავიწროებელ, ანტიჰისტამინურ კომპონენტებს, ჰორმონებს და ანტიბიოტიკებს.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება:
არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები:
შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15