აღწერა
ჩვენება: ორგანიზმის ბუნებრივი დამცველობითი სისტემის სტიმულირება შემდეგი მდგომარეობების დროს: სხვადასხვა ლოკალიზაციის მწვავე და ქრონიკული ანთებითი და ჩირქოვან-ანთებითი პროცესები – ფურუნკულოზი, კარბუნკული, პანარიციუმი, აბსცესი, ფლეგმონა, ფისტულები (მ.შ. ოსტეომიელიტის დროს); ფარინგიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ინფექციურ-ალერგიული ბრონქული ასთმა; ფილტვის აბსცესი და განგრენა, პლევრის ემპიემა; მასტიტი, კოლპიტი, ადნექსიტი, ქალის სასქესო ორგანოების სპეციფიური ანთებითი დაავადებები (სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები); ცისტიტი, პიელიტი, გლომერულონეფრიტი; ჰაიმორიტი, სინუსიტი, ოტიტი; მენინგიტი, ენცეფალიტი; ქოლეცისტიტი, აპენდიციტი (და მათი გართულებები – პერიტონიტი, მუცლის ღრუს აბსცესი); გინგივიტი, სტომატიტი; მეორეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები, გრიპის ბაქტერიული გართულება; ინფექციური მონონუკლეოზი. გართულებებით მიმდინარე ხშირი მრვი, ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გაურკვეველი ეტიოლოგიის ცხელება და სხვ. სეპტიური მდგომარეობები და ინტოქსიკაციის სინდრომი (სეპტიცემია, სეფსისი).
მიღების წესი და დოზირება: ერთჯერადი დოზა მოზრდილებსა და 12 წლიდან ბავშვებში – 1 ამპულა (2,2 მლ), ბავშვებში 2-დან 5 წლამდე – 1/2 ამპ, 6-დან 11 წლამდე – 2/3 ამპ, 1-3-ჯერ კვირაში კანში, კანქვეშ და კუნთებში, აუცილებლობისას ვენაში.
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების – ძირითადად რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეების მიმართ. კომპონენტი Echinacea არ გამოიყენება პროგრესული, სისტემური დაავადებების დროს, როგორიცაა ტუბერკულოზი, ლეიკემია, ან ლეიკემიის მცგავსი დაავადებები; შემაერთებელი ქსოვილის ანთებითი დაავადებები (კოლაგენოზები), აუტოიმუნური დაავადებები, გაფანტული სკლეროზი, სისხლის სისტემის დაავადებები, შიდსი, აივ ინფექცია, იმუნოსუპრესია ან სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტი და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატში შემავალი კანადური სანგვინარიის გამო, მისი გამოიყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ;
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი.
განსაკუთრებული მითითება: პრეპარატის მიღების შემდეგ სხეულის ტემპერატურის დროებით მომატების შემთხვევა შეიძლება შეფასდეს დადებითად – ეს ადასტურებს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების გააქტივებას – ამ დროს შედეგი ინექცია უნდა გადავდოთ 1-2 დღით. ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. პრეპარატის 4 კვირაზე მეტ ხანს გამოყენების შემთხვევაში უნდა მოხდეს ღვიძლის მაჩვენებლების კონტროლი. ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, ან გაიზარდოს ინტერვალი ინექციებს შორის.
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ღვიძლის დაავადებების, ან ჰეპატოტოქსიური პრეპარატების მიღების დროს პრეპარატი ინიშნება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15