ტარტეფედრელი წვეთები/ Tartephedreel 30 მლ. წვ.
მოკლე აღწერა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი
გამოშვების ფორმა: # 30 მლ ფლაკონი
შემადგენლობა: 100 გ (10.5 მლ) შეიცავს: Kalium stibyltartaricum D4 – 1 გ, Atropa Belladonna D4 – 1 გ, Natrium sulfuricum D4 – 1 გ, Arsenicum jodatum D6 – 1გ, Blatta orientalis D6 – 0.5 გ, Lobelia inflata D4 – 0.5 გ, Cephaelis Ipecacuanha D4 – 0.5 გ, Naphatalinum D6 – 0.5 გ, Anisum stellatum D3 – 0.5 გ. ეთანოლი 43 vol%.
ჩვენება:
სასუნთქი გზების ანთებითი და ალერგიული დაავადებები (ბრონქიტი – განსაკუთრებით ასთმური ხასიათის, ბრონქული ასთმა, ფარინგიტი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმა). ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ პნევმონიის კომპლექსური თერაპიისას; ზოგადად პრეპარატი ნაჩვენებია ლორწოვანი გარსის კატარალური დაავადებებისას.
აღწერა
მიღების წესი და დოზირება: ზრდასრულები და ბავშვები 12 წლის ზემოთ – 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 6-დან 11 წლამდე – 7-8 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 2-დან 5 წლამდე – 4-5 წვეთი 3-ჯერ დღეში, ბავშვები 2 წლამდე 1-2 წვეთი 3-ჯერ დღეში; მწვავე მდგომარეობისას -ასაკის შესაბამისი დოზა ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა; შემდეგ ვაგრძელებთ სტანდარტული დოზირებით.
უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.
ორსულობა ლაქტაცია: გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის სახით.
განსაკუთრებული მითითება:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არანაირი ურთიერთქმედება არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი ქარხანა:
(Biologische Heilmittel Heel GmbH)
76532 ბადენ–ბადენი, გერმანია
დრ–რეკევეკის ქუჩა 2-4
წარმომადგენელი:
შ.პ.ს ბიომედიკა
ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38
0186 თბილისი, საქართველო
+995 32 215 91 15