|

მთავარი

პროდუქტები

ფავორიტები

კალათა

ფოსფორ-ჰომაკორდი / Phosphor-Homaccord 30 მლ. წვ.

მოკლე აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა: წვეთები სუბლინგვური გამოყენებისთვის.

შემადგენლობა:  100 გ (105 მლ) ხსნარი შეიცავს: Phosphorus D10, Phosphorus D30, Phosphorus D200 – შესაბამისად 0.4 გ; Argentum nitricum D10, Argentum nitricum D30, Argentum nitricum D200, Paris quadrifolia D6, Paris quadrifolia D10, Paris quadrifolia D30, Paris quadrifolia D200 – შესაბამისად 0.3 გ;  ასევე, Ethanol 43 vol%.

ჩვენება: ლარინგიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, პეტექიური სისხლჩაქცევა.

34,00 ₾

აღწერა

მიღების წესი და დოზირება: სტანდარტული დოზირება ჩვეულებრივ – 10 წვეთი დღეში 3-ჯერ დღეში სუბლინგვურად, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. . მწვავე შემთხვევებში – იწყებენ 10 წვეთით ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათისა.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი ეფექტი: ერთეულ შემთხვევაში შესაძლებელია ინდივიდუალური მგრძნობელობის გამოვლინება პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ გარდამავალი ალერგიული რეაქციის სახით – კანზე გამონაყარი, ან ქავილი. ამ დროს პრეპარატის მიღება დროებით უნდა შეწყდეს და მიმართოთ ექიმს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: არ აღენიშნება და არც არის მოსალოდნელი ჰომეოპათიური განზავების გამო.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვის პირობები: შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგნ დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15˚- 25˚C ტემპერატურამდე.

შეფუთვა: მინის საწვეთურიანი ფლაკონი, 30 მლ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: 

გაიცემა ურეცეპტოდ. 

მწარმოებელი: 

Biologische Heilmittel Heel GmbH

76532 ბადენ–ბადენი, გერმანია

დ-რ რეკევეგის ქუჩა 2-4

წარმომადგენელი: 

 შ.პ.ს ბიომედიკა

ა. პოლიტოვსკაიას ქ.#38

0186 თბილისი, საქართველო

+995 32 215 91 15

მსგავსი პროდუქცია